GD Banner
Uncategorized

პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია – ძალიან ცოტა დარჩა და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს!

„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია – ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს,- ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბესა და მასობრივ ემიგრაციას გამოიწვევს.

“ის, რა განცხადებებიც გვესმის ჩვენი მეგობრებისგან, ევროპისგან, ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, იცით სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, ეს მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება. თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბეს და კიდევ მეტი ქართველის, საქართველოს დატოვებას ნიშნავს. ამიტომ, 26 ოქტომბერს გვაქვს არჩევნები და უნდა ჩამოვაშოროთ რეჟიმი ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად აფუჭებს ჩვენს ყველა მეგობართან და პარტნიორთან ურთიერთობას.

როცა 12 წლის თავზე “ჰეზბოლა” და “ჰამასი” არის შენი მოკავშირე და აცხადებ, რომ აშშ-სა და ევროპას ცუდი უნდა, ძალიან ცუდადაა იმ ხელისუფლების საქმე.

“ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია.

შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ვენესუელას, კონგოს, “ჰამასის”, “ჰეზბოლას”, ირანს და ნაურუს ქვეყნებთან მეგობრობენ, ეს მათი მძიმე არჩევანია. ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა