GD Banner
საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი სამი დღის მანძილზე კვლავ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-დან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სანაპირო რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დედაქალაქში დღეს დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა