GD Banner
Uncategorized

ოლაფ შოლცი: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემა იოლი გადაწყვეტილება არ იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების ფართომასშტაბურ გაცვლაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ოლაფ შოლცის თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემა იოლი გადაწყვეტილება არ იყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის სამართალდამცველმა უწყებებმა და მმართველი კოალიციის წევრებმა ეს გადაწყვეტილება საფუძვლიანი განხილვის შემდეგ მიიღეს და ამის შესახებ ოპოზიციაც ინფორმირებული იყო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლთან ასეთი შეთანხმება აუცილებელი იყო რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში მყოფი რუსი პოლიტპატიმრებისა და გერმანიისა და ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლებისთვის.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა