GD Banner
Uncategorized

პეტრე ცისკარიშვილი – ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი – თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი – თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“, რომელიც სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომ „ევროკავშირი განიხილავს ფინანსური დახმარების შეჩერებას“.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „რუსული კანონი“ სწორედ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი, ჩვენ ვისმენთ ამ მთავრობის მხრიდან წუწუნს, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები, ევროპა ჩვენს მიმართ გაცივდა, აღარ გვემეგობრებიან, პარტნიორული ურთიერთობები შეწყვიტეს და დიახ, იმიტომ შეწყვიტეს, რომ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა, თქვენ მიიღეთ რუსული კანონი. ამ მიზეზის გამო დადგა შედეგი, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ დაფინანსება იქიდან აღარ წამოვა, რადგან სწორედ ეს კანონი არის მიმართული იმისკენ, რომ აღიკვეთოს დაფინანსება. დასავლეთიდან მოდის ფული, რომელიც ეხმარება ფერმერებს, პედაგოგებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და აძლიერებს დემოკრატიას, ხელისუფლებას კი ეს არ მოსწონს, რადგან დემოკრატიის გაძლიერება მათ არ სურთ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხომ გაუჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ რატომ უკვირთ ამ ადამიანებს, რომ ფინანსები დასავლეთიდან გაშრა? რუსული კანონიც ხომ სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ იყო მიმართული?!“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა