პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის ფინალში ასპარეზობას პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა და გულშემატკივრობდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად.
ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებამდე, მათ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისას უქომაგეს ოლიმპიურ ჩემპიონს.
ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ კი, ირაკლი კობახიძემ ლაშა ბექაურს ოლიმპიური ჩემპიონობა პირადად მიულოცა. პრემიერი ლაშა ბექაურს ვიდეო ზარის საშუალებით დაეკონტაქტა.
ამ დროისთვის საქართველოს თამაშებზე ორი მედალი აქვს – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
Facebook Comments Box