GD Banner
Uncategorized

თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ასევე ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ასევე, ღირსების ორდენის კავალერი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა