პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენების ფორმებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოსტიუმების დიზაინერმა, სიმონ მაჩაბელმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უნიფორმა აბსოლუტურად პასუხობს იმას, სადაც უნდა შემდგარიყო ამ უნიფორმის შეფასებაც, განსჯაც და დანახვაც.
“შემაწუხებლად ჭრელი უნდა ყოფილიყო… სულ თეთრები იყვნენ და ჰგავდნენ ექიმებსაც და ჰგავდნენ მზარეულებსაც. საერთო დღესასწაული იყო, საერთო მხიარულება და იქ რაღაცნაირად ლამაზად უნდა გამოჩენილიყვნენ. შემოთავაზება რომ მივიღე ამსტერდამში ვიყავი, ოპერის გაფორმებას ვიწყებდი. ავტორი მე ვარ, უბრალოდ შესრულებაში დოკუმენტალურად შეიძლება ჩემი სახელი არ ჩანს. მე არ შემიკერავს.
ვფიქრობ, უნიფორმა როგორიც არის, აბსოლუტურად პასუხობს იმას, სადაც უნდა შემდგარიყო ამ უნიფორმის შეფასებაც, განსჯაც და დანახვაც. ეს არ ყოფილა გაკეთებული რაღაც ტელერეპორტაჟისთვის ან მოვლენისთვის, რომელიც ფრაგმენტული გადიდებული ფოტოებით უნდა აკრიტიკო სოციალურ მედიაში.
როდესაც ოლიმპიადაზე ხარ უკვე განსაკუთრებული ხარ და განსაკუთრებულადაც უნდა გეცვას, მაგრამ არ უნდა იყო ამ საერთო მხიარულებიდან ამოვარდნილი, უნდა იყო თანამედროვე სპორტსმენი, რომლითაც ყველა მიხვდებოდა რომ ხარ ქართველი – ამის ერთადერთი გამოხატულება ჩვენი დროშის ფერებია” – აღნიშნავს დიზაინერი სიმონ მაჩაბელი ინტერვიუში.