თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში, მმართველი პარტიის რეგიონულ ფილიალების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რომის პაპს დაელაპარაკება პარიზში გამართული სკანდალურ პერფორმანსზე. ამის შესახებ TRT Haber იუწყება.
„პირველივე შესაძლებლობისთანავე, დავურეკავ პაპს და დაველაპარაკები იმ უზნეობაზე, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს და ქრისტიანების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი. პარიზულმა სამარცხვინო სცენამ შეურაცხყო არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ ისლამური სამყაროც“,-განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ის, რაც პარიზში ხდებოდა, წარმოადგენს „პროექტს, რომლის მიზანია ადამიანის ცხოველზე დაბლა საფეხურზე დაშვებას“.
ოლიმპიადის გახსნის სკანდალის შემდეგ, 30-ზე მეტმა ამერიკელმა კონგრესმენმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოსთხოვა, შეცვალოს ოლიმპიური ქარტია, რათა აღიკვეთოს ქრისტიანული სარწმუნოების დაცინვა.