GD Banner
Uncategorized

ლევან ნიკოლეიშვილი: ბომბების წვიმის მსურველი ნინო ლომჯარია, თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს, არადა ამავე ინაუგურაციას ევროკავშირის და გაეროს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ნომერ პირველი უსამშობლო და საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლომჯარია ცდილობს ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას, თუმცა, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას ევროკავშირის და გაეროს უმაღლესი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

“ნომერ პირველი უსამშობლო და საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს. არადა ამავე ინაუგურაციას ევროკავშირის და გაეროს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად მანიპულირებთ და საზოგადოებას ატყუებთ, სიყალბის გავრცელებით ხართ დაკავებული და მუდმივად სხვისი გაშავების პროპაგანდას ეწევით, ხართ იქ, სადაც ხართ – ფსკერზე!” – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,936 ნახვა