GD Banner
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ასე უყვარს საქართველო მამუკა ხაზარეს და “ლელო”-ს თავისი დანამატებიანად, ხოლო თქვენ როგორ უყვარხართ ქართველ ხალხს, მაგას ნახავთ 26 ოქტომბერს

თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოსგან მილიონობით ლარის გადახდას ითხოვდა, მაგრამ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით 650 000 დოლარის სახელმწიფოსთვის გადახდა თავად მოუწევს.

“გილოცავთ საქართველოს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას! მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze 2020 წელს საქართველოსგან ითხოვდა 1 500 000 000 დოლარის, ნაერთი ბიუჯეტის 25% და მშპ 9% გადახდას, მაგრამ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით 650 000 დოლარის სახელმწიფოსთვის გადახდა მოუწევს. ასე უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ,,ლელო”-ს თავისი დანამატებიანად, ხოლო თქვენ როგორ უყვარხართ ქართველ ხალხს, მაგას ნახავთ 26 ოქტომბერს!”-წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა