GD Banner
სპორტი

ნახევარფინალში ლაშა ბექაური ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ასპარეზობს, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია.

ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი იქნება. ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა