ჩვენ, საზოგადოების სიმართლით აღჭურვა დავისახეთ მიზნად და ამ პროცესში არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს ევროინტეგრაცია, ქრისტიანობის-ლგბტ რელიგიით ჩანაცვლებაზე გადის. მიგვაჩნია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ამის ნათელი ილუსტრაცია იყო. აქვე, შეგახსენებთ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით ჩამოსული გერმანელი პოლიტიკოსის მიქაელ როთის განცხადებას, რომელშიც მან მართლმადიდებელი ეკლესია რეგრესთან გააიგივა და თქვა, რომ ეკლესია განვითარებას უშლის ხელს. ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს არ ყოფილა ერთი ცალკეული ღიად გეი პოლიტიკოსის პირადი მოსაზრება და რომ სწორედ ასეთია მთლიანად დღევანდელი ევროკავშირის პრიორიტეტები, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, რომ აუცილებელია არსებობდეს აქტიური დისკუსია, რამდენად არის საქართველოს ეროვნული ინტერესი ისეთ კავშირში გაწევრიანება, სადაც ეკლესია მტრის ხატად არის გამოცხადებული და სადაც ეროვნულ იდენტობას არა სიამაყედ, არამედ პრობლემად მიიჩნევენ.
„ევროკავშირისგან აღარაფერი დარჩება თუ გაქრება ის ხიბლი, რაც ზოგადად ევროპას გააჩნდა და რაც ქრისტიანული ღირებულებების პატივისცემაში, კანონის უზენაესობაში, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და ძლიერ ეკონომიკაში გამოიხატებოდა. დღეს ეს კავშირი ინერციით აგრძელებს არსებობას და ოკეანის გაღმიდან, ხელოვნურად შექმნილი გაუთავებელი კრიზისების, ომებისა და თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში ფეხზე ძლივს დგას, მაგრამ გამოჯანმრთელებისკენ სწრაფვის ნაცვლად, ვხედავთ იმას, რაც ოლიმპიადის გახსნაზე წარმოგვიდგინეს. სწორედ ასეთ დეგრადირებულ კავშირში გვექაჩებიან, თან არც გვიღებენ და თან, ყველაფერთან ერთად ხალხს აშანტაჟებენ, თქვენი ხელისუფლების ბრალია, ჩვენი კარი რომ ჩაკეტილიაო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ აუცილებელია არსებობდეს აქტიური დისკუსია, რამდენად არის საქართველოს ეროვნული ინტერესი ისეთ კავშირში გაწევრიანება, სადაც ეკლესია მტრის ხატად არის გამოცხადებული, სადაც ეროვნულ იდენტობას არა სიამაყედ, არამედ პრობლემად მიიჩნევენ. რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას იმ ევროკავშირში შესვლა, სადაც გაწევრიანების საკვანძო საკითხია, თუ რამდენად მართულია შენი მთავრობა გარე ძალების მიერ და როგორ უწყობს ის ხელს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას. ამიტომ, აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი ამ ყალბი იდეოლოგიით გაჯერებულ პროპაგანდას და ჩვენი გადარჩენის გზა ვეძებოთ, რაც ჩვენი აზრით, საქართველოს ნეიტრალურ პოზიციაში ჩაყენებას და ყველა ქვეყანასთან თანასწორ მეგობრობას გულისხმობს!“ – ნათქვამია განცხადებაში.