გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მასუდ პეზეშკიანს ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მან ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ანტონიო გუტიერეშმა ხაზი გაუსვა ირანის მნიშვნელოვან როლს რეგიონში და მოუწოდა ისლამურ რესპუბლიკას, დაეხმაროს რეგიონული კრიზისების გადაჭრაში და თავიდან აიცილოს ახალი კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონს და მსოფლიოს.
მისივე თქმით, გაერო რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალისხმევას მდგრადი განვითარების პროგრამის მიზნების მისაღწევად. ანტონიო გუტიერეშმა ფეზეშქიანს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი დაეხმარება გაეროს წესდების შესრულებაში დაეხმარება.
Facebook Comments Box