GD Banner
უცხოური მედია

Politico: თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ევროპელი წევრები შეიძლება რთული არჩევანის წინაშე დადგნენ – დაეთანხმონ იძულებით შეთანხმებას რუსეთის სასარგებლოდ, ან მხარი დაუჭირონ ზელენსკის ასეთ შეთანხმებაზე უარის თქმაში

შესაძლოა, ნატოს ევროპელმა წევრებმა, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში დაარწმუნონ თეთრი სახლი, შეინარჩუნოს სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის – გარკვეული პირობებით. ამის შესახებ გამოცემა “Politico” წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის მოკავშირეები, როგორიცაა ელბრიჯ კოლბი, რომელიც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების შესაძლო მრჩეველად არის მიჩნეული, აშშ-ის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ ჩინეთს ხედავენ და არა რუსეთს – ისინი უკრაინას განიხილავენ, როგორც რესურსების წყაროს, რომელიც საჭიროა ჩინეთთან დასაპირისპირებლად და ტაივანის დასაცავად.

“ტრამპი ადრე აცხადებდა, რომ შეეძლო უკრაინის ომის დასრულება 24 საათში, თუმცა, მან ზელენსკისთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ორივე მხარე შეძლებს შეიკრიბოს და მოილაპარაკოს შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებს ძალადობას და გზას გახსნის კეთილდღეობისკენ.” მაგრამ შემაშფოთებელი ისაა, რომ ტრამპის იდეა სამშვიდობო მოგვარების შესახებ შეიძლება უბრალოდ ნიშნავს, რომ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად ფლობს. მან ცოტა ხნის წინ წარადგინა სენატორი ოჰაიოდან ჯეი დი ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად – ესაა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ არ აინტერესებს რა მოხდება უკრაინაში. ანალოგიურად, რიჩარდ გრენელი – შესაძლო სახელმწიფო მდივანი ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში – მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიას, მაგრამ “ავტონომიურ ზონების” არსებობის ნებას იძლევა. ეს ტერმინი, შეიძლება იყოს კოდი იმისა, რომ უკრაინა უბრალოდ აღიარებს თავის დანაკარგებს და აგრძელებს სვლას.” – აღნიშნავს გამოცემა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა ევროპელი წევრები შეიძლება დადგნენ რთული არჩევანის წინაშე: ან დაეთანხმონ იძულებით შეთანხმებას რუსეთის სასარგებლოდ, ან მხარი დაუჭირონ ზელენსკის ასეთ შეთანხმებაზე უარის თქმაში და გააგრძელონ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

გამოცემის ცნობითვე, ამ უკანასკნელ სცენარში, ტრამპმა შესაძლოა, მოკავშირეებთან უთანხმოებაც კი გვერდზე გადადოს აშშ-ის თავდაცვითი გარანტიების გაუქმებით, რომელიც მას ომის „ესკალაციად“ მიაჩნდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,792 ნახვა