GD Banner
Uncategorized

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ : ჩვენ ხაზარაძისგან ბოდიშს ველით იმ აღვირახსნილ კამპანიაზე, რაც ჩვენს მიმართ აწარმოა. ის საარბიტრაჟო დავაში მილიარდნახევარ დოლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს სთხოვდა საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს

ჩვენ არც კითხვები გვაქვს მამუკა ხაზარაძესთან და არც პასუხებს ველით მისგან. ჩვენ ველით მისგან ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, მამუკა ხაზარაძე უპასუხისმგებლო ინვესტორია, რომელმაც საკონტრაქტო პირობები ვერ შეასრულა და საკუთარ სახელმწიფოს ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი მოსთხოვა.

„მამუკა ხაზარაძემ დავა წააგო საკუთარ სახელმწიფოსთან, საკუთარ ხალხთან და, მათ შორის, გიორგი გახარიას სიმართლესთან. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ იმ აღვირახსნილ კამპანიას, იმ ტალახის სროლას არ ვცემდით პასუხს და ველოდით სწორედ ამ დღეს – არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომელმაც ობიექტურად მოჰფინა ნათელი, თუ რასთან გვქონდა ანაკლიის შემთხვევაში საქმე, რომ ვერ შედგა ეს პროექტი. ამ ანაკლიის „ფეილს“ ჰყავს უკვე ავტორი და ეს არის მამუკა ხაზარაძე. სამწუხაროა, ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ უპასუხისმგებლო ინვესტორი, რომელმაც ჯერ ვერ მოიძია ინვესტიციები, შემდეგ რამდენჯერმე სთხოვა სახელმწიფოს საკონტრაქტო პირობების გადავადება, რამდენჯერმე გადაუვადეს და ესეც ვერ შეასრულა და შემდეგ უკვე, საარბიტრაჟო დავაში მილიარდნახევარ დოლარს, ხუთ მილიარდ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს სთხოვდა საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს.

ჩვენ არც კითხვები გვაქვს მასთანსთან და არც პასუხებს ველით . ჩვენ ველით  ბოდიშს იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიც კი არ ითხოვს ბოდიშს, საზოგადოებას უნდა აუხსნან ამ ადამიანებმა, რას ედავებოდნენ საკუთარ სახელმწიფოს. დღეს იცით, მისი ინვესტიციიდან რა არის დარჩენილი? – ქვიშის ქარიშხალი, ვითომ რომ პორტის დაღრმავება მოხდა. ყოველი ქარის ამოვარდნის დროს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,944 ნახვა