საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
ახლად არჩეულ პრეზიდენტს პრემიერმა კობახიძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„დავესწრები ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც მეჯლისში გაიმართება“,-წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
კობახიძე თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.
Facebook Comments Box