GD Banner
უცხოური მედია

ვლადიმერ ბოჟაძე ჯაფარიძე/ხაზარაძეზე: ,,ხანდაზმულმა თაღლითებმა” საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლო წააგეს. ბევრი სცადეს, მაგრამ ვერც ჩვენი მოსახლეობა მოატყუეს და ვერც სასამართლო

,,ხანდაზმულმა თაღლითებმა” საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლო წააგეს! ბევრი სცადეს, მაგრამ ვერც ჩვენი მოსახლეობა მოატყუეს და ვერც სასამართლო, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს  გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის შესახებ. 

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ,,ლელოს” ლიდერები, თან საქართველოს უჩივიან და თან ქვეყნის აყვავებას ჰპირდებიან ამომრჩეველს.

მისივე თქმით,  საერთაშორისო სასამართლომ ხელისუფლების სიმართლე დაადასტურა და სათანადო ადგილი მიუჩინა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

,,ხანდაზმულმა თაღლითებმა” საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლო წააგეს! ბევრი სცადეს, მაგრამ ვერც ჩვენი მოსახლეობა მოატყუეს და ვერც სასამართლო.  1 500 000 000 დოლარს ითხოვდნენ საქართველოსგან იმის გამო, რომ თავად ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულები და ვერ მოიზიდეს ინვესტიციები, 7-ჯერ მოითხოვეს ვალდებულების გადავადება და მხოლოდ ზღვის სანაპირო დაანაგვიანეს   ასეთი პატრიოტები არიან ,,ლელოს” ლიდერები, თან საქართველოს უჩივიან და თან ქვეყნის აყვავებას ჰპირდებიან ამომრჩეველს.  სიმართლე არის სიმართლე და ის არსად, არასდროს, არავის დაეკარგება, სწორედ ხელისუფლების სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო სასამართლომ და სათანადო ადგილი მიუჩინა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ახლა ამომრჩევლის ჯერია 26 ოქტომბერს მიუჩენს სათანადო ადგილს ,,ლელოს”- წერს ბოჟაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა