GD Banner
Uncategorized

გიორგი აბაშიშვილი: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სტაბილურობას – მაღალი ეკონომიკურ ზრდასა და დაბალი ინფლაციას

განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში სებ-მა არაერთხელ დაადასტურა მისი გადაწყვეტილებების სისწორე და სრული შესაბამისობა, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მოცემულობასა და ბიზნეს გარემოსთან, – ასე ეხმაურება Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებასა და რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას.

აბაშიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა იქნას შენარჩუნებული და ასევე ინფლაცია იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ, სებ-ის ფრთხილი მიდგომები მისასალმებელია.

„შესაბამისად, ვხედავთ, რომ სებ-ის გადაწყვეტილებებისადმი ნდობა ძალიან მაღალია როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის მხრიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს ასევე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მოცემულობას. მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის შემცირებული მაჩვენებლები და პოზიტიური ტრენდი ექსპორტისა თუ ტურიზმის მიმართულებით ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობაზე მეტყველებს და ამ შემთხვევაში ზედმეტი ჩარევა არც მაინცდამაინც მიზანშეწონილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ისე, რომ ინფლაცია მიზნიბრივი მაჩვენებლის ირგვლივ ფიქსირდებოდეს, შესაბამისად, ფრთხილი მიდგომა სებ-ის მხრიდან მისასალმებელია. საჭიროების შემთხვევაში, ფრთხილი თუმცა გაბედული ნაბიჯები სებ-ის მხრიდან კვლავ მოსალოდნელია, როგორც ეს მიმდინარე წელსაც ვნახეთ“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

-0:09

კატეგორიის სხვა სიახლეები

გიორგი აბაშიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა