თურმე ნუ იტყვით და ნოდარას თქმით ბატონ კახის ძვირადღირებული საათი აქვს და სხვა ქონებებს ფლობს… ეტყობა პატრონების მიერ დაქირავებულმა ამ წუპაკ-მამაძაღლმა, რომელსაც საკუთარი კუდი ანუ ნაცები მოწმედ მოჰყავს არ იცის (როგორ არ იცის, მაგრამ ასე აქვს დავალება!!!!) ბნი კახი, რომ მსოფლიოში ცნობილი ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, რომ თამაშობდა და თუ რაიმე აქვს შეძენილი, შეძენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნიჭით და თავაუღებელი შრომით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ ტვ „პირველის“ სიუჟეტს.
ექსპერტის თქმით, კახი კალაძე დიდი ქველმოქმედია და ნოდარ მელაძის ფავორიტი ქურდი მერის გიგი უგულავასაგან განსხვავებით ბავშვებს, მოხუცებს, შშმ პირებს, ავადმყოფებს არ პარავს თანხებს და მათ საეჭვო ადგილებში არ ფანტავს.
„ნათქვამია: “მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო”. მაგრამ ამ შემთხვევაში ნოდარა მელაძეს საკუთარი ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიში მოლანდებები აქვს. სახელდობრ, კახი კალაძესთან მიმართებაში. თურმე ნუ იტყვით და ნოდარას თქმით ბნ კახის ძვირადღირებული საათი აქვს და სხვა ქონებებს ფლობს… ეტყობა პატრონების მიერ დაქირავებულმა ამ წუპაკ-მამაძაღლმა, რომელსაც საკუთარი კუდი ანუ ნაცები მოწმედ მოჰყავს არ იცის (როგორ არ იცის, მაგრამ ასე აქვს დავალება!!!!) ბნი კახი რომ მსოფლიოში ცნობილი ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში რომ თამაშობდა. და თუ რაიმე აქვს შეძენილი, შეძენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნიჭით და თავაუღებელი შრომით. რაც მთავარია ბოღმიან ნოდარას გამორჩა ის, რომ კახი კალაძე მართლაც უმდიდრესი ქონების პატრონია. დიახ უმდიდრესის და ეს არის მისი ოთხი უმშვენიერესი ვაჟკაცი, რომელთაც კახი და მისი მეუღლე ქართველ კაცებად უზრდიან საქართველოს! ამას გარდა კახი კალაძე დიდი ქველმოქმედია, რაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბევრ ჩვენებურ ხელმოკლეს და უპოვარს. ცნობილია ისიც, რომ ამჟამინდელი თბილისის მერი, “ტვ 1”-ის ნოდარას ფავორიტი ქურდი მერის უგულავასაგან განსხვავებით ბავშვებს, მოხუცებს, შშმ პირებს, ავადმყოფებს… არ პარავს თანხებს, და მათ საეჭვო ადგილებში, საეჭვო პიროვნებებში არ ფანტავს. პირიქით ბნი კახი თანამდებობის სარგოს საფასურს არ იღებს და მის კუთვნილ ხელფასს შეჭირვებულთა ფონდში რიცხავს! ასე რომ ცრუნოდარას ფულისათვის ისეთი მოლანდებები აქვს საფრთხილოა, მის გამო სურამში ან კიდევ ხონში არ ამოჰყოს თავი!“ – წერს გვენეტაძე.