GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი-დეზინფორმაციის და ტყუილის გამო ტვ პირველის ერთმა თანამშრომელმა სწორედ კახი კალაძეზე ტყუილების შეთხზვის გამო გამოიმუშავა სასამართლოს ვერდიქტი, ვატყობ ნოდარ მელაძეც რაღაც ასეთის ვა-ბანკზე მიდის

„ოპოზიციის პროპაგანდისტ მელაძეს უნდა ახსოვდეს, კახი კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია, საკმაოდ დიდი ანაზღაურებით; პოლიტიკაში მოსვლამდე ასევე საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც მერის თანამდებობით უნდა ესარგებლა, ფული მოეპარა და საათი ეყიდა?“-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ ტვ „პირველის“ სიუჟეტს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, როგორც ჩანს, ნოდარ მელაძეს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება თანამდებობით არ ისარგებლო და არ იხეირო, როცა ამის მაგალითები ცხვირ წინა აქვს საათების მართლა დიდი მოყვარულის სააკაშვილის სახით.

„ძალიან საცოდავად გამოიყურება ნოდარ მელაძე და მისი დეზინფორმატორი ე.წ. გუნდი, როცა ცდილობს რაღაც სკანდალის აგორებას. ზღაპრის ცნობილი ფრაზის არ იყოს ბევრი იარეს თუ ცოტა მიადგნენ კახი კალაძეს და აღმოაჩინეს, რომ თურმე კახის ჰქონია საათი, რომელიც 200 ათასი ღირებულა…ვაიმეე, ერთიც შეიცხადეს და ოდნავ ქალური ოდნავ კაცური ხმის ტემბრით, უცნაურად გაწელილი წინადადებებით შეუდგნენ „სერიოზულ საქმეს.“ ოპოზიციის პროპაგანდისტ და პარტიული ტელევიზიის რუპორ მელაძეს, რომელიც ხშირად გვანებივრებს თავზარდაცემული ამბებით, ზოგი თავის მოგონილით, ზოგი, როგორც თვითონ ამბობს ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან აქვს მოპოვებული მინიმუმ რამდენიმე დეტალი უნდა ახსოვდეს: 1. კახი კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია, საკმაოდ დიდი ანაზღაურებით; 2. პოლიტიკაში მოსვლამდე ასევე საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. 3. რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც მერის თანამდებობით უნდა ესარგებლა, ფული მოეპარა და საათი ეყიდა? მაგრამ როგორც ჩანს რუპორ მელაძეს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება თანამდებობით არ ისარგებლო და არ იხეირო, როცა ამის მაგალითები ცხვირ წინა აქვს საათების მართლა დიდი მოყვარულის სააკაშვილის სახით, აი იმ სააკაშვილის სახით რომელმაც სწორედ თანამდებობაზე ყოფნის დროს აჩუქა 1 (ერთ) ლარად უნივერსიტეტი საკუთარ დედას… ფრთხილად ნოდარ, დეზინფორმაციის და ტყუილის გამო ერთმა ტვ პირველის თანამშრომელმა მაია მამულაშვილმა სწორედ კახი კალაძეზე ტყუილების შეთხზვის გამო კი გამოიმუშავა სასამართლოს ვერდიქტი, ვატყობ მელაძეც რაღაც ასეთის გამოდნობის ვა-ბანკზე მიდის“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა