GD Banner
Uncategorized

ბიძინა გიორგობიანი: პარიზის ოლიმპიადაზე შაბაშის მომწყობებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია რწმენის დაცინვის საკუთარი თვალით ხილვა – ყველაზე “ლიბერალმა” დასავლურმა ეკლესიებმაც კი დაგმეს აღნიშნული სცენა, გამოდის, ქრისტიანობა ამით უფრო გამოფხიზლდა

ქრისტიანობას ყოველდღიურად შეურაცხყოფენ ომებით, ადამიანთა ჩაგვრით და სხვა უკეთური საქმეებით, მაგრამ პარიზის ოლიმპიადაზე შაბაშის მომწყობებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია რწმენის დაცინვის, საკუთარი თვალით ხილვა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ოლიმპიადაზე საიდუმლო სერობის სცენა, “ქვიარების უკანასკნელი ვახშამი გამოდგა”, რამაც ქრისტიანული სამყარო უფრო გამოაფხიზლა და დაანახა, ვისთან აქვს საქმე.

გიორგობიანის თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ოლიმპიური კომიტეტის ბოდიშიც.

“ქრისტიანობას ყოველდღიურად შეურაცხყოფენ ომებით, ადამიანთა ჩაგვრით და სხვა უკეთური საქმეებით, მაგრამ პარიზის ოლიმპიადაზე შაბაშის მომწყობებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია რწმენის დაცინვის, საკუთარი თვალით ხილვა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწყობილი საიდუმლო სერობის ინსცენირება იმ დროს, როდესაც პლანეტის მოსახლეობა ტელევიზიით უყურებდა სანახაობას (ოლიმპიურ კომიტეტის დღევანდელი ბოდიში კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია), თითქოს-და დიონისოს პერსონაჟის ალიბით. გასაგებია, ჩვენ გვეწყინა, მაგრამ მათთვის ხომ ქვიარების უკანასკნელი ვახშამი გამოდგა და თვით ყველაზე “ლიბერალმა” დასავლურმა ეკლესიებმაც კი დაგმეს აღნიშნული სცენა. გამოდის ქრისტიანობა ამით უფრო გამოფხიზლდა და შეაფასა ვისთან აქვს საქმე, ხოლო მისი მტრები იძულებულნი არიან ბოდიში იხადონ. ამაშია სწორედ ქრისტიანობის ძალა და არა პანთეონებში, ოლიმპიადასა და სხვა წარმართულ დღეობებში. პ.ს. ის “მართლმადიანი” გიჟქალა არაფერს ამბობს საკუთარი საფრანგეთის საუკუნო სირცხვილზე, თუ ისევს უაზრო გამომეტყველებით იცინის კამერებთან.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა