ოლიმპიადის გახსნა იყო დემონსტრირება, რომ ეშმაკი დაეპატრონა ევროპას! პირდაპირი დასტური იყო იმისა, რომ LGBT იდეოლოგიით ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება! – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გუშინდელი ცერემონია არა ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის გახსნა, არამედ ლგბტ თემის წარმომადგენელთა “შაბაში” იყო.
“წყალსაც წაუღია სპორტი და სპორტსმენებიო… ოლიმპიადის გახსნა იყო დემონსტრირება, რომ ეშმაკი დაეპატრონა ევროპას! პირდაპირი დასტური იყო იმისა, რომ LGBT იდეოლოგიით ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება! დრეგქუინების, სატანისტების და გეების შაბაში იყო გუშინ და არა ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის გახსნა! მაგრამ ის თითოეული ნავი, ნოეს კიდობანი იყო, იმედი, რომ კაცობრიობა გადარჩება! დღევანდელი ევროპა კი, უკვე დაღუპულია!!!” – წერს შაქარიშვილი.