GD Banner
ეკონომიკა

ირაკლი გოგოხია: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა

გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 ათას ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება – სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზუგდიდის საკრებულოში, ირაკლი გოგოხია, სოციალურ ქსელში წერს.

გოგოხიას განმარტებით, ორსანტიასა და ნარაზენში, ჩამოთვლილი გზების მხოლოდ პროექტირების სამუშაოებს 100 000 ლარი სჭირდება და არა 40 ათასი ლარი, როგორც ეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი გოგოხია აღნიშნავს იმასაც, რომ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, პოპულიზმის გარეშე უნდა სცოდნოდა, რა თანხაა საჭირო პროექტირების სამუშაოებისთვის.

“გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 ათას ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება – სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს.

მოდი მივყვეთ დეტალურად: ორსანტიასა და ნარაზენში გიგა ფარულავას მიერ ჩამოთვლილი გზები ჯამში 6 კილომეტრი გამოდის, მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიონი ლარია, საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად პროექტირებისთვის მშენებლობის ღირებულების 2 პროცენტია გათვალისწინებული, გამოდის რომ ჩამოთვლილი გზების მხოლოდ პროექტირების სამუშაოებს 100 000 ლარი სჭირდება და არა გიგა ფარულავას მიერ საპიაროდ გაცხადებული 40 ათასი ლარი. საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, რომელიც ამ თანამდებობამდე ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა და ინფრასტრუქტურას კურირებდა, პოპულიზმის გარეშე უნდა სცოდნოდა – რა თანხა სჭირდება პროექტირების სამუშაოებს.

ისე ცნობისთვის, თქვენს მიერ ჩამოთვლილ სოფლებში, მთელ რიგ ქუჩებზე პროექტირების სამუშაოები დასრულებულია, თანხა გამოყოფილია, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და დავიწყებთ გზების მოწყობის სამუშაოებს: ორსანტიაში: ენგურის, ზუგდიდის, თამარ მეფის, ქუჯის ქუჩების რეაბილიტაციას ვიწყებთ. ნარაზენში – საპერტიოს უბანში, კონსტანტინე გამსახურდიას, კობა სერგიას და მაცხოვრისკარის ქუჩების სრული რეაბილიტაციას ვასრულებთ; ეს ის ქუჩებია, რომლებიც სწორედ ამ სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ყველაზე პრობლემურ მონაკვეთებად დასახელდა და სწორედ მოსახლეობის უმეტესობამ მიიღო გადაწყვეტილება უპირატესობა ამ ქუჩებისთვის მიენიჭებინათ.

ეს მხოლოდ ამ ორო სოფლის მაგალითზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებია – ციფრები ყველა ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინებით ბევრად მასშტაბურია, მოსახლეობის ინტერესების კი მათივე პრიორიტეტის მიხედვით მაქსიმალურად გათვალისწინებული. ჩვენთვის ცნობილია, ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, მერიის შესაბამის სამსახურებს შესწავლილი აქვთ ეს ქუჩები, თუმცა ჩვენი მუშაობის სტილი ბატონი გიგასთვისაც ცნობილია: ვაგვარებთ ყველაზე მწვავე, ყველაზე პრობლემურ საგზაო ინფრასტრუქტურას და ასე რიგითობით და დაგეგმილად მივყვებით საქმეს. აუცილებლად მოვახდენთ ამ ქუჩების რეაბილიტაციასაც, არა პოპულისტური პროექტირების საჭირო თანხის მესამედზე ოდნავ მეტის გამოთავისუფლებით, არამედ საქმით – დაგებული გზით და შესრულებული სიტყვით! გიგა, აბრა სხვაა, საქმე სხვაა…” – წერს ირაკლი გოგოხია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა