რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ტერიტორიაზე – 7, ბელგოროდის ოლქში – 3, როსტოვში – 2, ბრიანსკში – 1 და ლიპეცკის ოლქში – 1 დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად შენობები დაზიანდა.
Facebook Comments Box