რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ომში ჩართვაზე.
„რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში. მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი.
ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე, რაც გამოიწვევდა, არა მარტო ქვეყნის ჩამოშლას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს, არამედ დადგებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.
ასე, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ეს არ ეკადრება!
საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას, რისი გარანტიც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია!” – წერს ფოჩხუა.