GD Banner
სამართალი

ირაკლი ქადაგიშვილი კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსზე: ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით თვალსაჩინო და ხელშესახები პროგრესია

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა.

ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის პროგრესზე და ყველა კონსტიტუციური უფლებების დაცულობაზე.

„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით თვალსაჩინო და ხელშესახები პროგრესია, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება არის დაცული, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და ქვეყანაში დაცულია პოლიტიკური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება.

ამავდროულად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა არის პლურალისტური, ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი არის კარგად ასახული და დაცული. აქედან გამომდინარე ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას განვითარების მყარი და საბაზისო საფუძვლების გააჩნია.“ – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,86 ქულა დაიმსახურა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა