GD Banner
პოლიტიკა

ლევან გოგიჩაიშვილი „ოცნებას“: გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით

გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით…. – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას.

გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, “ოცნება” საარჩევნო კამპანიის ფეიკზე აგებას ცდილობს.

„ეს არის მანიპულაცია და თუ რამეს მალავთ კიდე, კიდევ უფრო მეტად შეგექმნებათ პრობლემები. თუ იოტისოდენა გამბედაობა გაქვთ, თუ მართლა თვლით, რომ არ ხართ მატყუარები, კორუმპირებულები, ყველაფერზე წამსვლელი, უბინძურესი ხალხი გამოაქვეყნეთ. გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებენ.

მამუკა მდინარაძემ ასევე “რაღაცის თქმა” დააანონსა და თქვა: ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,855 ნახვა