GD Banner
Uncategorized

გია აბაშიძე: პრემიერ-მინისტრმა მართებულად აღნიშნა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და ეროვნული ინტერესები უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და არა თავად საქართველო ქმნის და ეროვნული ინტერესები უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვინც ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაში პრორუსულობას ან ანტი დასავლურობას ხედავს, ის ან არარეალურ განზომილებაშია, ან ნებისმიერი მიზეზით სურს საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება.

“რუსთავი-2″-თან 24 ივლისის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართებულად აღნიშნა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და არა თავად საქართველო ქმნის და ეროვნული ინტერესები უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის. თუ ამაში ვინმე ხედავს ე.წ. პრორუსულობას ანდა ე.წ. ანტიდასავლურობას, ან ირეალურ განზომილებაშია ან ნებისმიერი მიზეზ-საბაბით სურს ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკნინება-გაუქმება, რაც გამორიცხულია. 26 ოქტომბრის არჩევნებს მრავალნაირი ვარიანტის რეფერენდუმი უწოდეს, თუმცა ნამდვილი არჩევანი, ჩემი აზრით, ამგვარია – ღირსება, თავისუფლება, ეროვნულობა, განვითარება vs უღირსობა, ვასალობა, ანტიქართულობა და სიბნელე ფსევდოპროგრესის გაქუცული ნიღბით.” – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა