„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ:- 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც ‘პარტიუგებს’ ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან.
„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ: – 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც ‘პარტიუგებს’ ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ. – ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. მშვენიერია, იქმნება გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ფრაქცია-ჯგუფი, კომიტეტებში მონაწილეობა; გარანტირებულ საპარლამენტო ხელფასს დამატებული ბონუსები; საგარეო ვიზიტებში დანამატები და ა.შ. ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმომავლობის გამო მოხვდა ამ პოსტზე; მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან. ეს ‘ბულშითინგი’ თავადაც არ სჯერათ ამ ბოროტ ჯამბაზებს. საკითხავია – ასე დაბლაგვდა “გლობალური ომის პარტიის” ანალიტიკა რომ ვერ აცნობიერებენ აქაურ განწყობებს? არ გამიკვირდება, რადგან ფსევდო-იდეოლოგიების გავლენით, უამრავი პოლიტიკური, უსაფრთხოებითი ჩავარდნაა დასავლეთში. რაც მთავარია, საარჩევნო პროგრამები სადაა? არც იქნება, მხოლოდ პოლიტიკური სადღეგრძელოები იმ ჩამოწერილებისგან, რომლებიც ზნეობრივ ნორმებში არ არიან დიდი ხანია“.-წერს გია აბაშიძე.