ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პროცენტით დამარცხდებიან, სცენარი უკვე დაწერილია და მოქმედებაშია, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე. ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით, ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და პატრონების წინაშე ქულების დაწერას პროცესების რადიკალიზაციით შეეცდებიან.
მანვე აღნიშნა, რომ შეუძლებელია მოხდეს, ცესკოს როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაცია, რადგან ეს არის ორგანო, რომელიც არჩევნების მაღალი დონეზე ადმინისტრირებას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაზეც მის მიერ ჩატარებული ბოლო არჩევნები მეტყველებს.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, რაც ხაზარაძემ კარგად უნდა იცოდეს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ბარიერის გადალახვა ისევე შორს არის, როგორც ელისაშვილთან გაერთიანებამდე იყო. ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პროცენტით დამარცხდებიან, სცენარი უკვე დაწერილია და მოქმედებაშია… დიდი ალბათობით, ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და პატრონების წინაშე ქულების დაწერას პროცესების რადიკალიზაციით შეეცდებიან. არ გამოვრიცხავ დეზინფორმაციის და პროვოკაციების ერთიან ჯაჭვს, რომლის მიზანი ცესკოს და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იქნება. ოპოზიცია დაიწყებს ინფორმაციულ ომს, რაც მარცხისთვის განწირული პროცესია, რადგან სიმართლე მათთან არ არის, შეუძლებელია მოხდეს, ცესკოს როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაცია, რადგან ეს არის ორგანო, რომელიც არჩევნების მაღალი დონეზე ადმინისტრირებას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაზეც მის მიერ ჩატარებული ბოლო არჩევნები მეტყველებს“, – წერს ჩიხელიძე.