GD Banner
უცხოური მედია

გუბერნატორმა-დემოკრატმა  კალიფორნიაში უსახლკაროთა ბანაკების დაშლის ბრძანება გასცა

კალიფორნიის გუბერნატორმა, დემოკრატმა გევინ ნიუსომმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, შტატში უსახლკაროთა ბანაკების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. ამის შესახებ ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვმი.

ბრძანების მიხედვით, უკანონოდ დაკავებული ტერიტორიები უნდა გათავისფლდეს. გუბერნატორს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. 

უსახლკაროებს პირდებიან, რომ პირად ნივთებს  სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეუნახავენ. გუბერნატორი ხაზს უსვამს, რომ უსახლკაროთა ბანაკების კრიზისის არსებობას გამართლება აღარ აქვს. გადაწყვეტილება მას მერე იქნა მიღებული, რაც აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება მისცა, მოეხდინათ უსახლკარობის კრიმინალიზება და არსებული ბანაკების ლიკვიდაცია.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ახალი კანონი გააკრიტიკეს და მას არაჰუმანური უწოდეს. მათი თქმით, კანონი არ ითვალისწინებს უსახლკაროთათვის სოციალური საცხოვრებლის შეთავაზებას. 

კალიფორნიაში უსახლკაროთა პრობლემა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. ამჟამად შტატში ცხოვრობს აშშ-ს უსახლკაროთა რაოდენობის 28%. ამასთან, მოწყვლადი ჯგუფის  ადამიანების 50%-ს არ შეუძლიათ მიიღონ სპეციალურ თავშესაფრებში დროებით განთავსების უფლება. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა