GD Banner
Uncategorized

ახალგაზრდები, რომლებსაც სვანეთში 4 დღე ეძებდნენ: უბრალოდ, მარშრუტი შევცვალეთ და 2 დღის ნაცვლად, 4 დღეში ჩამოვედით. ტელეფონები დაგვიჯდა, კვალი არ აგვრევია

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ. გვიჩიანი ჰყვება, როგორ შეიცვალეს მარშრუტი ქედზე გადაადგილებისას:

„ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხდა დათვი, მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე.

ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყეებით, არაფერი არ აგვრევია მოკლედ, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო”, – ყვება გიორგი გვიჩიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,944 ნახვა