გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, „აქვს ვალდებულება, გააკეთოს ყველაფერი, რათა შევძლოთ მშვიდობის აღდგენა“.
„პირველ რიგში, ეს ნიშნავს, არ დაუჭირონ მხარი აგრესორს, არ გამოუცხადონ მხარდაჭერა რუსეთს“, – აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ვიზიტი „ძალიან მნიშვნელოვანია“.
Facebook Comments Box