GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას შურს უკრაინის და „გული შესტკივა“ საქართველოზე, ყველა ხომ ხვდება, რომ ისინი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ კონკრეტული გარე ძალების ინტერესებით

ოპოზიციას შურს უკრაინის და „გული შესტკივა“ საქართველოზე, ყველა ხომ ხვდება, რომ ისინი მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესებით, არამედ კონკრეტული გარე ძალების ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ შურთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის.

„განსხვავებული განვითარება არის ის, რასაც ვხედავთ უკრაინაში. თქვენ გახსოვთ, როგორ საუბრობდნენ უკრაინაზე, შურდათ უკრაინის, ეს არის მათი სიტყვები. 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ოპონენტებს შურთ უკრაინის. პირდაპირ საუბრობდნენ, პირდაპირ ამ სიტყვას იყენებდნენ – გვშურს უკრაინის, უკრაინელი ხალხის, არაერთგზის ითქვა ეს სიტყვები, მაშინ როდესაც დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე ჰქონდა 2022 წლის თებერვლამდე, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ნახევარი განადგურდა, 8 გიგავატის მოცულობა აქვს განადგურებული უკრაინას, ნახევარი ელექტროგენერაციის. ამის აღდგენას, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი წელი დასჭირდება. ადამიანურ მსხვერპლზე აღარ ვსაუბრობთ, ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასობით ბავშვია დაღუპული. სრული კატასტროფაა. სტატისტიკა გამოქვეყნდა, 20-24 წლის უკრაინელი ბიჭების ორი მესამედი – ეს ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ იყო – ან გაქცეულია ქვეყნიდან, ან დაიღუპა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. გენოფონდი გაუნადგურდა. წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციას შურს უკრაინის და „გული შესტკივა“ საქართველოზე, ხომ ყველა ხვდება, რა ინტერესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, ისინი მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესებით, არამედ კონკრეტული გარე ძალების ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა