GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე ამაყად აცხადებდა, რომ ჩართული იქნებოდა ჩინური კომპანია, როცა სახელმწიფო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს

როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია; ჩვენს შემთხვევაში, საქართველო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს, როდესაც გქვია პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულაციები სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51% იმისთვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ცდილობ სპეკულირებას, საზოგადოება ხომ ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამიტომ აქვს იმავე „ლელოს“ 4%-ზე ნაკლები რეიტინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა