GD Banner
Uncategorized

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ეს მრავალი წლის განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ჩინეთში და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კულებას ვიზიტის დროს ასევე დადასტურდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კულებასგან დეტალურ მოხსენებას ელოდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან. კულებას თქმით, ჩინეთისა და ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა