GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე: ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუს-შია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური

ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში და მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური, – განაცხადა „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმესთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს იმყოფებიან ფიზიკურად უკრაინაში. მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.

„თქვენ გახსოვთ ასევე, სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან. მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. მან აღიარა, რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, მას ჰქონდა ეს აღიარება – მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიას არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც მესენჯერი იმისათვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები რა თქმა უნდა არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა