ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისთან დებატები გამართოს.
ამის შესახებ ტრამპმა პრსკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. დებატები ორ კანდიდატს შორის გაიმართება 10 სექტემბერს ABC News-ის ეთერში.
მანამდე ტრამპი მოითხოვდა, რომ დებატები Fox News-ზე გამართულიყო, თუმცა 24 ივლისის პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ ჰარისთან დებატებს ნებისმიერ ტელეკომპანიაში გამართავს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა დემოკრატების კანდიდატთან ერთ საათზე მეტ ხანს იდებატოს.
„მიმაჩნია, რომ თუ წარდგენილი ხარ კანდიდატად, ვალდებული ხარ, გამართო დებატები“,-განაცხადა მან.
Facebook Comments Box