GD Banner
Uncategorized

დმიტრო კულება – უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

ჩინეთისა და ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ, უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

კულებამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისაუბრა უკრაინის ომზე და ხაზი გაუსვა ჩინეთის ერთგულებას კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერაზე.

ჩინეთმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინიდან სურსათის იმპორტს და ლოგისტიკური დერეფნების მხარდაჭერას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა