GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა სუს-ის გამოძიებაზე: აღარ არის მოთმენის დრო, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი და მიიყვანონ საქმე ბოლომდე

x

დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

ექსპერტის განცხადებით, მოთმენის დრო არ არის და საჭიროა, შესაბამისმა უწყებებმა ყველა ეჭვმიტანილი ჩამოიყვანონ, დაკითხონ და გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ.

“დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის დრო მოთმენის, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი, დაკითხონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე. როგორ ჰგონიათ, ქართველი ხალხი დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და ამ მშვიდობის გარანტს, ბიძინა ივანიშვილს გვერდით არ დაუდგება?” – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა