GD Banner
საზოგადოება

ილონ მასკი – მოტყუებით დამითანხმეს, რომ ხელი მომეწერა ჩემი არასრულწლოვანი ვაჟისთვის თერაპიის ჩატარებაზე. არავინ მითხრა, რომ ეს სტერილიზაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები იყო

მე არ მითხრეს, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები  სინამდვილეში არის სტერილიზაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები. საბოლოოდ, მე დავკარგე ჩემი ვაჟიშვილი. მე არ შემიძლია ვუწოდო მას ის სახელი, რაც დაბადებისას დავარქვით. ჩემი შვილი, ქსავიერი მკვდარია,-ამის შესახებ SPACE X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ილონ მასკი აცხადებს, რომ ის მოტყუებით დაითანხმეს, რომ მისი ვაჟიშვილისთვის სქესის შესაცვლელ თერაპიაზე თანხმობა მიეცა.

„ვოუქიზმის ვირუსმა“ მოკლა ჩემი შვილი ქსავიე. ამბობს მასკი. მისი თქმით, პროგრესირებადმა woke-(გამოღვიძება) იდეოლოგიამ , რომელიც სქესის შეცვლას ლობირებს, იძულებული გახადა მისი ბიჭი, რომ მიეღო სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები. შედეგად, 18 წლის ასაკში ქსავიე გახდა გოგო ვივიან ჯენა უილსონი. 

ამის შესახებ ბიზნესმენმა Daily Wire-თან ფსიქოლოგ და ვოუკიზმის ცნობილ კრიტიკოსთან, ჯორდან პიტერსონთან ინტრევიუს დროს ისაუბრა. ამასთან, მასკმა განაცხადა, რომ ექიმებმა ის მოატყუეს და აიძულეს, მოეწერა ხელი თანხმობაზე, რომ მის შვილს ეს პრეპარატები მიეღო, რადგან დაარწმუნეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქსავიერი  თავს მოიკლავდა. ახლა მილიარდერი ამბობს, რომ ექიმების საქციელმა შეუქცევადი  შედეგი მოიტანა. 

2020 წელს მასკი იძულებული გახდა, უფლება მიეცა, რომ ბავშვისთვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები მიეცათ. ისინი ემუქრებოდნენ, რომ წამლის გარეშე მოზარდს შეეძლო თვითმკვლელობა ჩაედინა, მაგრამ ორგანიზმისთვის საშინელ შედეგებზე დუმდნენ.  მაშინ ბიჭი სრულწლოვანებამდეც კი არ იყო მიღწეული.

„იმ პერიოდში კოვიდი მძვინვარებდა, სრული ქაოსი გვქონდა. მე კი, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი თვითმკვლელობის ზღვარზე იყო, ამიტომ, მივეცი ნებართვა, „ემკურნალათ“.

მასკი ვოუკ-იდეოლოგიას აბსოლუტურ ბოროტებას უწოდებს და მოითხოვს, რომ ისინი, ვინც ამ იდეოლოგიას ანვითარებს, ციხეში უნდა ისხდნენ. მან ასევე, ფიცი დადო, რომ იბრძოლებს ამ „ვირუსის„ წინააღმდეგ. 

მისივე თქმით, როდესაც თავისი ოჯახი გახდა ამ ბოროტების მსხვერპლი, სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო მასში მემარჯვენე იდეოლოგიის „გამოღვიძება“ და პირობა დადო, ბავშვების მიმართ ჩადენილი ბოროტების გამო ამ ადამიანებს პასუხს აგებინებს. მასკი მისი შვილის გონების ტრანსფორმაციაში სანტა-მონიკაში არსებულ ძვირადღირებულ კერძო სკოლას ადანაშაულებს, სადაც ქსავიერი სასწავლებლად მიაბარა.

მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავს სკოლას, შეატყობინონ მშობლებს მათი შვილების სქესობრივი დევიაციის შესახებ, ილონ მასკმა SpaceX და  X კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანა. 

„მე ვუთხარი კალიფორნიის გუბერნატორს, რომ მოსახლეობა, ასევე კომპანიები, რომლებიც შეშფოთებული არიან შვილების მომავლით, კალიფორნიას დატოვებენ“,-აცხადებს მასკი.

ქსავიე (ვივიენი) 2022 წ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა