GD Banner
Uncategorized

ვლადიმერ ბოჟაძე: “ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა” ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს, უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას

“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა” ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას, რაც შიდა და გარე მტრების მიზანია, თუმცა, ამას სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს.

“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ. უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას, რასაც უნდა მოჰყვეს სისხლიანი რევოლუცია და რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, სწორედ ეს არის შიდა და გარე მტრების მიზანი, თუმცა ამას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ,,ქართული ოცნება” ყველანაირი ზეწოლის და მუქარის მიუხედავად დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, გააგრძელებს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა