GD Banner
Uncategorized

გია აბაშიძე შესაძლო ტერორისტულ აქტზე: დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ ლიბერალური ფაშიზმის ექსტრემისტული გამოვლინებები გლობალური სენია, განსაკუთრებით დასავლეთში.

მისივე თქმით, ქმედითი, ოპერატიული პრევენციულ-პროფილაქტიკური და საგამოძიებო მოქმედებებით, სუსი მოწოდების სიმაღლეზეა და სამართალდამცავ ერთიან სისტემასთან ერთად არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი აქტების გაღვივება-წახალისებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს. სამწუხაროდ, ლიბერალური ფაშიზმის ექსტრემისტული გამოვლინებები გლობალური სენია, განსაკუთრებით დასავლეთში. ქმედითი, ოპერატიული პრევენციულ-პროფილაქტიკური და საგამოძიებო მოქმედებებით, სუსი მოწოდების სიმაღლეზეა და სამართალდამცავ ერთიან სისტემასთან ერთად არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი აქტების გაღვივება-წახალისებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.”-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა