აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ აპირებს, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, გავიმარჯვო. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა ჯო ბაიდენს არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა გახდეს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ჰარისს 1 976 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც პირველი რაუნდის კენჭისყრისთვის საკმარისია.
როგორც კამალა ჰარისმა განაცხადა, ამაყია ასეთი ფართო მხარდაჭერის გამო.
დელეგატები არიან ადამიანები, რომლებიც არჩეულნი არიან თავიანთი საარჩევნო უბნის წარმომადგენლად დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე. პირველი რაუნდის კენჭისყრა, სავარაუდოდ, 1-7 აგვისტოს გაიმართება.