GD Banner
პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მირ­ჩევ­ნია არ გა­და­ვა­ბი­ჯო კო­რექ­ტუ­ლო­ბის სა­ზღვრებს, თუმ­ცა ქ-ნი ხა­ტი­ას­გან ჩემი მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი სი­ტყვა „ბო­რო­ტე­ბა” ცოტა კო­მი­კუ­რა­დ ჟღერს. ჩვენ ორს შო­რის, მე არც ღვარ­ძლის თეს­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და არც მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მეს ვე­წე­ვი

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რის, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ანის საზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც მან ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ მისამართით, მადლიერება გამოხატა ნაკრებისთვის გამოყოფილი ფულადი ჯილდოს გამო. ბოლო დღეებში კრიტიკის ახალი ტალღა კვლავ აგორდა. – მი­ზე­ზი მისი შე­ხე­დუ­ლე­ბაა ქალ­თა ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბით.

გვე­ლე­სი­ან­მა GeoTeam-ის ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში გა­მოთ­ქვა აზრი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. გველესიანი გა­აკ­რი­ტი­კა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ, ასე­ვე ქალ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა, ნინო სუ­თი­ძემ.

“მო­გე­სალ­მე­ბით, სა­ბედ­ნი­ე­როდ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ს ნაკ­ლე­ბად ვხმა­რობ. მე­გობ­რე­ბი აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი მი­რე­კა­ვენ, რა­ღაც სტა­ტი­ებს მიგ­ზავ­ნი­ან, სა­დაც ჩემი ნათ­ქვა­მი აზ­რი­დან, ფრა­ზე­ბი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლია და კონ­ტექსტს მოგ­ლე­ჯი­ლია. ასევე გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ქალ­ბა­ტონ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის სტა­ტუ­სი და სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ქალ­ბა­ტონ ნინო სუ­თი­ძის სტა­ტუ­სი. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი ბო­რო­ტე­ბა­სა და “სექ­სიზ­მში” მა­და­ნა­შა­უ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, მოს­მე­ნი­ლის გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მაც სა­ხე­ზეა.

მირ­ჩევ­ნია არ გა­და­ვა­ბი­ჯო პა­ტი­ვის­ცე­მის და კო­რექ­ტუ­ლო­ბის სა­ზღვრებს, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი ხა­ტი­ას­გან, ჩემი მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი სი­ტყვა “ბო­რო­ტე­ბა” ცოტა კო­მი­კუ­რა­დაც ჟღერს. ჩვენ ორს შო­რის, მე არც ღვარ­ძლის თეს­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და არც მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მეს ვე­წე­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა, ქალ­ბა­ტონ ნინო სუ­თი­ძეს, მან სა­ჯა­როდ მომ­მარ­თა, ჩემი სა­ერ­თო აზ­რის­გან აიღო ფრა­ზა “ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით” და ამა­ზე აა­წყო დიდი სტა­ტუ­სი.

ჩვენ კო­ლე­გე­ბი ვართ და ალ­ბათ შე­ეძ­ლო, ჯერ პი­რა­დად მო­ე­წე­რა, მას ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლად მო­ვუს­მენ­დი და გა­უ­გებ­რო­ბას აღ­მოვ­ფხვრი­დი. და თუ მა­ინც ნა­წყე­ნი დარ­ჩე­ბო­და, შემ­დეგ “სა­ჯა­რო სამ­სჯავ­რო­ში(სივ­რცე­ში)” ჩი­ვი­ლი ბევ­რად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მისი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ვია ამ ამ­ბის რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბა იყო და პრინ­ციპ­ში, სა­დღაც გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც…

გა­და­ვი­დეთ მთა­ვარ თე­მა­ზე, თუ რა ვთქვი მე და რა გახ­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი. კი­თხვა და­მის­ვეს, ისევ ვფიქ­რობ თუ არა, რომ ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე არაა და უნდა თა­მა­შობ­დნენ თუ არა..მე არ მახ­სოვ­და, რომ მსგავ­სი რამ 10-12 წლის წინ მით­ქვამს, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ნამ­დვი­ლად ბრიყ­ვუ­ლი მიდ­გო­მა და არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაა, პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად. გან­სხვა­ვე­ბით ქალ­ბა­ტონ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის­გან, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ჩემს სი­ტყვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვიყო.

გა­ვი­და წლე­ბი და დღეს დას­მულ ამ კი­თხვა­ზე ვპა­სუ­ხობ, რომ უნდა თა­მა­შობ­დნენ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს უნდა თა­მა­შობ­დეს, მაგ­რამ ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბაა, რომ ეს მათი საქ­მე ნაკ­ლე­ბა­დაა (ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მათი საქ­მე არაა), ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. რომ სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის პროგ­რე­სით აღფ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ და თუ ასე გა­აგ­რძე­ლე­ბენ, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს აზრი მალე შე­მეც­ვა­ლოს. ანა­ლო­გი­უ­რად ვფიქ­რობ მკლავ­ჭირ­დზეც, ძა­ლოს­ნო­ბა­ზე, კრივ­ზე და ყვე­ლა იმ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ზე, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნებს დიდი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი ად­გე­ბათ.

იქ არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი და გარ­ჩე­ვა ამის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, თუ რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი აქვთ და ჰქონ­დათ გო­გო­ნებს ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას, თუ რა ბი­ო­ლო­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი არ­სე­ბობს და არ­სე­ბობს თუ არა. ასე­ვე, არ გვიმ­სჯე­ლია იმა­ზე, თუ რა იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გო­გო­ნებს 6 წლი­დან ვა­ვარ­ჯი­შებთ, იგი­ვე დატ­ვირ­თვე­ბით, რა­საც ბიჭი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­დი­ან კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე, ან რა იქ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბო­დათ, ან რა იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ფიფა სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვო­ტი­რე­ბას შე­მო­ი­ტანს ფეხ­ბურთში, გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით.

არ გვიმ­სჯე­ლია იმა­ზე, თუ რა­ტომ დაჰ­ყო გენ­დე­რის ნიშ­ნით ფეხ­ბურ­თი და არა მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თი, თით­ქმის სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა… ვერ ვიმ­სჯე­ლებ, იმა­ზე რაც არ ვიცი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი იმ­სა­ხუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა. მე არა­ვის შევ­ხე­ბი­ვარ უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და მი­წევს ვით­მი­ნო და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ლან­ძღვა, უბ­რა­ლოდ იმი­ტომ ჩემი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა, არ ემ­თხვე­ვა ხალ­ხის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის აზრს, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში ჩემი აზრი კი არა,ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა…

არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი პრო­ფე­სია, სა­დაც პი­რი­ქით, ვფიქ­რობ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ლი­დე­რო­ბენ. მეტ­საც გე­ტყვით, არის დარ­გე­ბი, რომ­ლებ­შიც მე პი­რა­დად, გა­ცი­ლე­ბით მეტი სან­დო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს ქა­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რა შუ­ა­შია აქ სექ­სიზ­მი?! ვი­საც რა უნდა, ის აკე­თოს. ჩემს სპორ­ტში, ათა­სო­ბით მა­მა­კა­ცი ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შობს ჩემ­ზე უკეთ, უფრო მა­ღა­ლი დო­ნის გუნ­დებ­ში და უფრო დახ­ვე­წილ ფეხ­ბურთს. შე­საძ­ლოა, ქალ­თა ფეხ­ბურთშიც მო­ი­ნა­ხონ ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკეთ გა­იქ­ცე­ვი­ან, უფრო მაღ­ლაც ახ­ტე­ბი­ან და ჩემ­ზე უკეთ მის­ცე­მენ პასს.. და რა ვქნა, ვა­ღი­ა­რო სხვა­ო­ბა, თუ შე­უ­რა­წყო­ფი­ლად ვიგ­რძნო თავი?!

შე­იძ­ლე­ბა გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მის, ესე ბრიყ­ვუ­ლად გა­გე­ბა?! ჩემს გა­გე­ბა­ში, ქალ­თან ყვე­ლა­ზე ახლო მდგო­მი ეპი­თე­ტი არის სი­ნა­ზე, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის­გან ყვე­ლა­ზე შორს მდგომ სი­ტყვა­დაც, სი­ნა­ზე მახ­სენ­დე­ბა. თა­ვად გო­გო­ნე­ბი მეზ­რდე­ბი­ან, თუ მსგავ­სი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, მე ხელს ვერ შე­ვუშ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­მე­ნა­ნე­ბი­ან იმ ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის­თვის, რაც ამ სპორ­ტს მო­აქვს და რაც მე პი­რა­დად გა­მო­მიც­დია. თუმ­ცა, მე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აზრს პა­ტივს ვცემ და მაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მიმ­ღებ­ლო­ბაც.

ზო­გი­ერ­თმა “გამ­ჭრი­ახ­მა”, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა,ირა­ნის გავ­ლე­ნას მი­ა­წე­რა. სხვა­თა­შო­რის, ცნო­ბის­თვის, ირან­ში თით­ქმის ყვე­ლა კლუბს ჰყავს, რო­გორც ვაჟ­თა ასა­კობ­რი­ვი,ასე­ვე ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბი, რო­მელ­თა და­ფი­ნან­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და შეყ­ვა­ნი­ლია კლუ­ბის სა­ერ­თო წლი­ურ ბი­უ­ჯეტ­ში. და ბო­ლოს, თუ ვსა­უბ­რობთ თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ნას­წორ გა­რე­მოს შექ­მნა­ზე, პირ­ველ რიგ­ში სას­წავ­ლია წა­კი­თხუ­ლი/მოს­მე­ნი­ლის გა­აზ­რე­ბა, შემ­დგომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა და დის­კუ­სი­ა­ში კო­რექ­ტუ­ლად შეს­ვლა. მად­ლო­ბა!

პ.ს. კიდე ერთი გა­და­ცე­მა გა­ვი­და იმედ­ზე, სა­დაც ძვე­ლი თა­ო­ბის ვე­ტე­რა­ნებ­ზე ვსა­უბ­რობ, სი­უ­ჟე­ტი ისე და­კო­რექ­ტირ­და, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მოყ­ვა კონ­ტექ­სტში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არას­დროს მქო­ნია ბედ­ნი­ე­რე­ბა გავ­ცნო­ბო­დი მას, და­ვით ყი­ფი­ა­ნი მაგ თა­ო­ბის ნა­თელ წერ­ტი­ლად მი­მაჩ­ნია, რო­გორც სა­ფეხ­ბურ­თო, ისე სამ­წრთვნე­ლო ას­პა­რეზ­ზე, ვიცი რომ ჰქონ­და დიდი სამ­წრთნე­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ არ დას­ცალ­და. ამ გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზეც, რო­მე­ლიც ვერ მოხ­ვდა სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ში, შეგ­ნე­ბუ­ლად მხო­ლოდ მისი სა­ხე­ლი გა­მოვ­ყა­ვი, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო ის რაც მოხ­და. სხვებს რაც შე­ე­ხე­ბა ,გამ­გე­ბი გა­ი­გებს და ვი­საც ეკუთ­ვნის, ის ხალ­ხი თა­ვად მიხ­ვდე­ბა,დრო ყვე­ლა­ფერს შე­ა­ფა­სებს. ვწუხ­ვარ,რომ მი­წევს იმის ახ­სნა,რისი ახ­სნაც წე­სით არ უნდა მი­წევ­დეს. რომ აღარ მოხ­დეს კონ­ტექ­სტის და­მა­ხინ­ჯე­ბა, ამ წე­რილს უც­ვლე­ლად GeoTeam თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. ვი­მე­დოვ­ნებ მე­დი­ის მხრი­დან, ჩემ­ზე ინ­ტე­რე­სი ამით დას­რულ­დე­ბა და მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მშვი­დად ვა­კე­თო ჩემი საქ­მე”, – ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის წე­რილ­ში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა