GD Banner
უცხოური მედია

ტრამპის მომხრეები კამალა ჰარისის თვისებას- ხმამაღალ და ხშირად, უადგილო სიცილს განიხილავენ- „ის ავღანეთზე საუბრის დროსაც იცინოდა“

ტრამპის მომხრეები, რომლებიც ადრე ბაიდენის ფიზიკურ მდგომარეობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ამჯერად  კამალა ჰარისის ერთ-ერთ უცნაურ თვისებას განიხილავენ – ხმამაღალ და ხშირად უადგილო სიცოლს.

2022 წელს სოციალურ ქსელში ვურუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კამალა ჰარისი ავღანეთზე საუბრობს და თან გულიანად იცინის. 

„მე მას გაცინებულ კამალას ვეძახი. გინახავთ, როგორ იცინის? ის გიჟია. ეს სიცილი ბევრი რამის მთქმლია. ის დარტყმულია“,-განაცხადა ტრამპმა ერთ-ერთ შეხვედრაზე.

მისი მისამართით კრიტიკას კამალა ჰარისი პასუხობს და ამბობს, რომ სიცილი მას დედისგან აქვს. მისივე თქმით, ის იზრდებოდა ქალების გარემოცვაში, რომლებსაც უყვართ გულიანად სიცილი.

 Google-ში საძიებო მოთხოვნა „კამალა ჰარისი იცინის“ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებულ ტოპ -3 კომბინაციაშია. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა