GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო, რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ამოფარებულები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის წარმომავლობა და მიზნობრიობა ბუნდოვანია, ასევე გვყავს ადამიანები რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან

შეუძლებელია მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები თავიდან აიცილო – ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები“.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის.

„შეუძლებელია მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა! დღეს ჩვენი ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო, რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ამოფარებულები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის წარმომავლობა და მიზნობრიობა ბუნდოვანია, ასევე გვყავს ადამიანები რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან, მაგ: ხოშტარია. ყველამ ვიცით, რომ დღევანდელ სამყაროში ფულს ლამაზი თვალების გამო არავინ იძლევა, ყველას საკუთარი ინტერესის გატარება სურს და თანხას სწორედ ამაში დებს. ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის“, – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა