GD Banner
პოლიტიკა

აღარ არსებობს ის ხიბლი, რაც თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა და ახლა, დადებითი პროცესები აქ მდარე ტემპით, ინერციით მიდის – Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ვატო ქიზიყურაშვილი “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს”უერთდება

“ერთიან ნეიტრალურ საქართველოს”უერთდება Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ვატო ქიზიყურაშვილი, საზოგადოებრივ მოძრაობა “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს” უერთდება და აღნიშნავს, რომ ერთიანი, ნეიტრალური საქართველო სწორედ ის მიზანია, რაც მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტად სურს.

როგორც ქიზიყურაშვილი აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა. მისივე თქმით, ევროპა, ერთ დროს იმ ღირებულებებზე იდგა, რასაც სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინტერესები და ქრისტიანული ფასეულობები შეადგენდა, თუმცა, ევროპელმა ბიუროკრატებმა ამ გზიდან მნიშვნელოვნად გადაუხვიეს და ევროკავშირსაც აღარ აქვს ის ხიბლი, რაც ადრე ჰქონდა.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო სწორედ ის მიზანია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტად სურს, თუმცა სამწუხაროდ ამ მიზნიდან წლების განმავლობაში ხელოვნურად გვაშორებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ გატარებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ჰპოვა თავისი შედეგი – ზეწოლის, წნეხის და სოხუმსა და ცხინვალში ტანკებით “გასეირნების” მოწოდებების მიუხედავად, მოხერხდა მშვიდობის შენარჩუნება. დავრჩით იმ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების ერთგულნი, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. თუმცა, სიტუაციის საბოლოოდ საქართველოს სასიკეთოდ შემობრუნებისათვის საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს გრძელვადიანი სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა.

სწორედ ეს გეგმები დავინახე იმ ახალ გაერთიანებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და იკისრა ის არც თუ ისე მარტივი საქმე, რომ საქართველოში ათწლეულების განმავლობაში გამეფებული მითები გაექარწყლებინა და მოსახლეობისთვის სიმართლე ეთქვა. აღსანიშნავია, რომ ეს არის საზოგადოების მიერ ნაკარნახევი პროცესი, რადგან ქართველი ადამიანისთვის შეუძლებელია ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა, რომელიმე კავშირში გაწევრიანება იდგეს. თუმცა ხშირად მოსახლეობის ეს დაკვეთა ვერ იყო სწორად გაგონილი პოლიტიკური სპექტრის მიერ. ასევე, არსებული ტაბუების გამო, დახურული იყო საჯარო მსჯელობის სივრცე. მოძრაობამ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” გადაშალა ახალი ფურცელი ქართულ პოლიტიკაში და ხალხთან გულწრფელი საუბარი დაიწყო.

დღეს ყველა მხრიდან ისმის ე.წ. ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე გულანთებული ლოზუნგები, თუმცა 30 წელია არავის, არც ინტეგრაცია შემოუთავაზებია, არც გაწევრიანების გზა და ეს ხშირად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად გამოიყენებოდა მთელი რიგი გარე აქტორების მიერ. ევროპა, ერთ დროს სწორედ იმ ღირებულებებზე იდგა რასაც სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინტერესები და ქრისტიანული ფასეულობები შეადგენდა. დღეს კი, ევრობიუროკრატიამ მნიშვნელოვნად გადაუხვია ამ გზიდან და ამას მოჰყვა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ღირებულებითი კრიზისი. სამწუხაროდ, ქართულ მედიაში არ მიმდინარეობდა ამაზე საუბარი და მოსახლეობას არ აწვდიდნენ იმ რეალურ სურათს რაც ევროპაში არსებობდა. გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ხელისუფლებასაც უჭირდა ხალხისთვის სიმართლე ბოლომდე ეთქვა და ხდებოდა მოსახლეობის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა, რამაც საზოგადოების ნაწილში მცდარი წარმოდგენები გააჩინა. ევროკავშირის ევროპასთან გაიგივებაც ცოტა უცნაურია, რადგან ამ ლოგიკით შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო არ ყოფილან ევროპული ქვეყნები. ხოლო ბრექსიტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ის ნაკლოვანებები, რომლებიც ევროკავშირს გააჩნია.

სწორედ სიმართლის თქმა არის ჩვენი მოძრაობის მიზანი, რათა მოსახლეობამ თავისით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ბედი გარედან თავს მოხვეული მითების გარეშე. გეოპოლიტიკაში დღევანდელი ტექტონიკური ცვლილებების გათვალისწინებით, ეს ე.წ. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მითი, შეიძლება ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს და ამის სამწუხარო მაგალითს უკრაინაში ვადევნებთ თვალს. ევროპა, ერთ დროს სწორედ იმ ღირებულებებზე იდგა, რასაც სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინტერესები და ქრისტიანული ფასეულობები შეადგენდა. დღეს კი, ევრობიუროკრატიამ მნიშვნელოვნად გადაუხვია ამ გზიდან და ამას მოჰყვა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ღირებულებითი კრიზისი. სამწუხაროდ, ქართულ მედიაში არ მიმდინარეობდა ამაზე საუბარი და მოსახლეობას არ აწვდიდნენ იმ რეალურ სურათს, რაც ევროპაში არსებობდა.

გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ხელისუფლებასაც უჭირდა და უჭირს ხალხს სიმართლე უთხრას და ამიტომ, ხდება მოსახლეობის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა, რამაც საზოგადოების ნაწილში მცდარი წარმოდგენები გააჩინა. დღეს ევროპა და ევროკავშირი სრულად არის დაცლილი იმ ფასეულობებისგან, რაზეც ეს კავშირი აღმოცენდა, თუმცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს ის ხიბლი, რაც თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა და ახლა, დადებითი პროცესები აქ მდარე ტემპით, ინერციით მიდის… სწორედ სიმართლის თქმა არის ჩვენი მოძრაობის მიზანი, რათა მოსახლეობამ თავისით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ბედი გარედან თავს მოხვეული მითების გარეშე. საპირწონედ კი, არის სავსებით რეალური ალტერნატივა – ერთიანი, ძლიერი, ნეიტრალური საქართველოსი, რომელიც არა ბლოკური დაპირისპირების ჭიდილში იქნება ჩართული სამხედრო პოლიგონის ფუნქციით, არამედ პირიქით იქნება სხვადასხვა აქტორების თანამშრომლობისა და ინვესტიციების ჰაბი. ამის თვალნათლივი მაგალითია ის მასშტაბური ინვესტიცია, რასაც ჩინეთი ანაკლიაში ახორციელებს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა იმ მიზნების მიმართ, რასაც ახლად შექმნილი მოძრაობა – “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ემსახურება.” – აღნიშნულია ვატო ქიზიყურაშვილის განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა