GD Banner
პოლიტიკა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 19-22 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე დასახელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ასი დღე დარჩა. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყურადღების ცენტრში.

როგორც მედია იუწყება, ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიმდინარე კვირაში პირველად მიმართავს საზოგადოებას. ამასთან, 24 ივლისს შეიკრიბება დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის წესების კომიტეტი, რათა განიხილონ ახალი კანდიდატის არჩევის პროცესი. საბოლოო კანდიდატის ვინაობა დემოკრატიული პარტიის ოთხდღიან ეროვნულ ყრლობაზე გახდება ცნობილი, რომელიც ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს კი პირველად დებატებში 10 სექტემბერს დაუპირისპირდება.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა გუშინ მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა გამოქვეყნებულ წერილში.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,051 ნახვა