GD Banner
პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მან თანამდებობა სიცრუით, ყალბი ამბებით და თავისი სარდაფის არდატოვებით დაიკავა

President Donald Trump speaks during a news conference on the North Portico of the White House, Monday, Sept. 7, 2020, in Washington. (AP Photo/Patrick Semansky)

ჩვენ ძალიან დავზარალდით ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, ბაიდენი არ იყო შესაფერისი პრეზიდენტობისთვის და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის, არც არასდროს ყოფილა! მან პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ სიცრუით, ყალბი ამბებით და თავისი სარდაფის არდატოვებით დაიკავა. ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო, პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო. ახლა კი ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას, მილიონობით ადამიანი ჩვენს საზღვარზე შემოვიდა შეუმოწმებელი, ბევრი მათგანი ციხეებიდან, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, მივიღეთ ტერორისტების რეკორდული რაოდენობა. ჩვენ ძალიან დავზარალდით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,742 ნახვა